მარგველაშვილს ძმები მაჭავარიანები ეხმარებიან - რა შუაშია გოგორიშვილი

მარგველაშვილს ძმები მაჭავარიანები ეხმარებიან - რა შუაშია გოგორიშვილი

უფლებადამცველი ირაკლი კაკბაძე რომელცი ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალების” კოჰაბიტაციის ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგეა და „სახალხო აჯანაყებით“ იმუქრება აცხადებს, რომ ოცნების საპრეზიდნეტო კანდიდატს ნაციონლების ლიდერებთან კერძოდ კი მიხელ მაჭავარიანთან და ხათუნა გოგორიშვილთან ახლო ურთიერთობა აქვს. კაკაბაძის თქმით მიხეილ მაჭავარიანის ძმა ვანო მაჭავარიანი მარგველაშვილის კლასელია. კაკაბაძის თქმით „ლოგიკურია სქემა“ რომ მაჭავარიანები მარგველაშვილს მიხემარებიან.

„რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ: ბოლო ოცი წლის განმავლობაში ვინ აყალბებდა არჩევნებს საქართველოში - ხათუნა გოგორიშვილი და მიხეილ მაჭავარიანი. ორივე ვირტუოზი გიორგი მარგველაშვილისთვის საკმაოდ ახლოებალია ... მეტიც, კოალიციის კანდიტატს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში მაჭავარიანის ძმა, ვანო მაჭავარიანი ეხმარება, ამიტომ საკმაოდ ლოგიკურად მეჩვენება სქემა - მიხეილ მაჭავარიანის დამხარებით, გიორგი მარგველაშვილი, მინიმუმ, 51 % - ს მიიღებს და მეორე ტურს თავიდან აიცილებს, სამაგიეორდ კი, დავით ბაქრაძეს არჩევნებში მიღებულ შედეგს გაუზრდიან. მე, გიორგი მარგველაშვილი და ვანო მაჭავარიანი თანაკლასელები ვიყავით, ამიტომ ზუსტად ვიცი, მიხეილ მაჭავარიანთან მარგველაშვილს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა და გარკვეული კონტაქტი ახლაც აქვს. ორივე პოლიტიკურ კულისებში მოქმედების თვალსაჩინო დიდოსტატია” – აცხადებს ”ვერსიასთან” საუბარში ირაკლი კაკბაძე.