მარგველაშვილი შეყვარებულია-„მაკა არის არაჩვეულებრივი“

მარგველაშვილი შეყვარებულია-„მაკა არის არაჩვეულებრივი“

გიორგი მარგველაშვილი შეყვარებულია. ამის შესახებ განცხადებას „ოცნების“ პრეზიდეტობის კანდიდატი „პრაიმ ტაიმისათვის“ მიცმულ ინტერვიუში აკეთებს და მისი ცხოვრების თანამგზავრზე, მაკა ჩიჩუაზე ვრცლად საუბრობს. მარგველაშვილის განცხადებით საზოგადოება პრეზიდენტობის კანდიდატზე ინფორმაციას უნდა ფლობდეს თუმცა ეს ინფორმაცია არ უნდა იყოს ძალიან პირადული. მარგველაშვილის თქმით სიყვარული არ უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკას და მით უმეტეს პიარს.

„ეს არის ურთიერთობა, რომელსაც არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ ბუნებრივად შეუქმნა სირთულე, რადგან, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი საიდუმლოება სწორედ ორ ადამიანს შორის ურთიერთობაა. სწორედ ამირტომაც ასეთ ურთიერთობას რელიგიურ კონტექსტშიც საიდუმლოება ეწოდება. ჩემი აზრით სიყვარული არ უნდა ემსახურებოდეს არც პოლიტიკას და მით უმეტეს არც პიარს. მაკა არის არაჩვეულებრივი. ის არის მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც ძალიან მომწონს. ის არის მუსიკოსი; არის ღრმა ადამიანი, რომელთანაც შეიძლება ძალიან სირიოზული მსჯელობა უაღრესად რთულ საკითხებზე; და ამ დროს, როდესაც ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვან და საინტერესო ქალზე წინა პლანზე წევენ მხოლოდ მის სილამაზეს ჩემთვის ეს თემის გაუბრალოებაა. ჩემთვის სხვა თემებია პრიორიტეტული .

როდესაც მაკაზე ვფიქრობ, ვფიქრობ იმაზეც, როგორ განმაცდევინა მან შექსპირი. ბუნებრივია, შექსპირი მაკამდეც ვიცოდი მაგრამ მან ის სულ სხვა კუთხით, სხვა ემოციური სიმძაფრით დამანახა, ისევე როგორც-ლეონარდო, თუნდაც როგორ ცდილობდა, დაენახვებინა თანამედროვე მუსიკა , ოღონდ უშედეგოდ. მთელი ამ მცდელობიდან მხოლოდ საკამოტო დარჩა, მეტი არაფერი. ეს არის ურთიერთობის ფორმა, ეს არის ადამიანი, რომელიც ურთულეს ვითარებაში, როდესაც მე ვიყავი მუდმივი ზედამხედველობის, სახელმწიფოს მძაფრი თვალის ქვეშ, შეძლო და მასწავლა, რომ შეიძლება იყო მშვიდად. დამანახა, რომ მასთან ერთად იოლად გადაიტან სირთულეებს. ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში მუდამ გვერდით მედგა. ახლა როცა საუბარია მხოლოდ იმაზე თუ რა ლამაზია მაკა, ვფიქრობ, რომ ამით ურთიერთობას მხოლოდ აუბრალოებენ. ბუნებრივია, მე ამ კამათში არასდროს შევდივარ. ეს არის თანამედროვე ურთიერთობა, რომელშიც არ შეიძლება კაცი იყოს დომინანტი და კაცმა განსაზღვროს, როგორ უნდა გაიცნოს საზოგადოებამ ქალი. ჩემი აზრით მაკას აქვს თავისი შემოქმედებითი ბიოგრაფია და თავად განსაზღავრავს, როდის და ვინ გაიცნოს.

არ ვფიქრობ, რომ ამ პროცესში რამენაირად უნდა ვიყო ჩართული და ხმამაღლა ვისაუბრო, რომ მე ძალიან მომეწონა, მაგალითად, მაკას შეხედულება 115-ე სონეტაზე და ძალიან გთხოვთ, თქვენც იგივე გაიზიაროთთქო.... ჩემი აზრით ეს ძალიან ხელოვნური იქნება, თუმცა აქვე ვადასტურებ, რომ მართლა მომეწონა მისი შეხედულებები. მაკასთან არ ვარ ოფიცილაურ ქორწინებაში. კითხვა, რა ურთიერთობა მაქვს მაკასთან, ბუნებრივად ჩნდება. არასოდეს ვყოფილვარ მზად, პასუხები გამეცა საანკეტო კითხვებისთვის... შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ შეყვარებული. ეს ძალიან მაღალი ღირებულებაა ჩემთვის. შესაბამისად ვცდილობ მაქსიმალურად არ მოვახდინო ჩემთვის უაღრესად , მნიშვნელოვანი ღირებულებების მშობლების , შვილების, მეგობრების, საყვარელი ქალის ურთიერთობების ჩართვა პიარკამპანიაში“,-აცხადებს მარგველაშვილი „პრაიმ ტაიმთან“