ხუხაშვილით რადიკალი ისლამისტები დაინტერესდნენ

ხუხაშვილით რადიკალი ისლამისტები დაინტერესდნენ

ორი კვირის წინ მიღებული ინფორმაციის თანახმად, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციისთვის ცნობილი გახდა რომ პრემიერის მრჩველის პიროვნებით რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება დაინტერესდა. ზაალ კასრელიშვილის განცხადებით თავდაპირველად ისლამისტები ნოდარ ხუხაშვილს ეძებდნენ, თუმცა მათ მოგვიანებით გაარკვიეს, რომ გია და ნოდარი ერთი და იგივე პიროვნებაა. კასრელიშვილის ინფორმაციით რადიკალი ისლამისტები ძალიან სერიოზულად არიან დაინტერესებულები ხუხაშვილით.

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი რადიკალური ისლამური დაჯგუფება დაინტერესდა გია ხუხაშვილის პიროვნებით...რადიკალური ისლამური დაჯგუფება, კონკრეტულად კი ვაჰაბიტები, ადამიანებს არ იტაცებენ ქონებრივი მდგომარეობის გამო. მათთვის ადამიანები საინტერესოა, მათი პოლიტიკური შეხედულებებით, რელიგიური წარმომავლობით...მათ აინტერსებდათ, რა ქონებას ფლობს ხუხაშვილი, სად გადაადგილდება და ვის ხვდება, ვისთან აქვს კავშირები საქართველოს ფარგლებს გარეთ, ფაქტია, რომ შემთხვევით არავინ არაფერს კითხულობს...ჩვენ იმასაც ვერ გეტყვით, ამ ისლამური დაჯგუფების უკან დგას თუ არა კონკრეტული ქვეყნის სპეცსამსახურები. არც ის ვიცით, არის თუ არა რაიმე პიროვნული წყენა ამ შემთხვევაში. მხოლოდ და მხოლოდ გვაქვს ის ინფორმაცია, რომ ეს ისლამური ჯგუფი ძალიან სერიოზულად არის დაინტერესებული ამ კონკრეტული სახელითა და გვარით, იმ დონეზეც, რომ ეს დაჯგუფება პირველად ეძებდა საქართველოში ნოდარ ხუხაშვილს, რომელიც გაირკვა, რომ გია ხუხაშვილია. აი, ესეც კი იციან, რომ მისი ნამდვილი სახელი ნოდარია.” - აცხადებს ქრონიკასთან საუბარში ზაალ კასრელიშვილი