25 აგვისტოს მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი წვიმა და ტემპერატურის ვარდნაა მოსალოდნელი

25 აგვისტოს მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი წვიმა და ტემპერატურის ვარდნაა მოსალოდნელი

დილიდან დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებში, ხოლო 25 აგვისტოს კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი წვიმა და ტემპერატურის ვარდნაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ვარაუდით, დაბალი ტემპერატურა 1 დღის განმავლობაში შენარჩუნდება და 26 აგვისტოდან როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს.

"ხვალ დილიდან დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებში მოიღრუბლება. 24 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს. 25 რიცხვიდან უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაწვიმდება, ტემპერატურაც დაეცემა და 26 აგვისტოდან უკვე გამოიდარებს,"- განაცხადა გარემოს დაცვის სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების მთავარმა სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ.