თეა წულუკიანი: არჩილ კბილაშვილის შეცვლის საკითხი არ განიხილება

თეა წულუკიანი: არჩილ კბილაშვილის შეცვლის საკითხი არ განიხილება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყნის მთავარმა პროკურორმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

წულუკიანის თქმით, მისი ნებართვით, დაძაბული ერთლიანი სამუშაო პერიოდის შემდეგ, არჩილ კბილაშილი ორშაბათიდან ერთი კვირის განმავლობაში დაისვენებს.

"არჩილ კბილაშვილი დღეს მთელი დღე სამსახურშია და მუშაობს. მე მას ვესაუბრე. გადადგომის არანაირი სურვილი და საჭიროება მას არ აქვს. ჩემთან შეთანხმებით, მისი სურვილით და ჩემი გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან ერთი კვირის განმავლობაში ის წავა და დაისვენებს. იმიტომ, რომ ჩვენ ყველას ზურგს უკან ერთწლიანი ძალიან დაძაბული წელიწადი გვქონდა. უბრალოდ, მე ვწუხვარ, რომ ვერ ვახერხებ ბატონ არჩილს და დავისვენო. ერთი კვირის შემდეგ არჩილ კბილაშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალმა ზონამ" ქვეყნის მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია გაავცელა.