მთავრი პროკურორი არჩილ კბილაშვილი შვებულებაში იმყოფება და მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ დასტურდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განუცხადა, არჩილ კბილაშვილმა შვებულება აიღო.
დღეს გავრცელდა ინფორამცია, თითქოს მთავარმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და განცხადების გაკეთებას ამასთან დაკავშირებით ორშაბათს გეგმავს.