გურიის მოამბე ‘ქართული ოცნების” ოზურგეთელი ლიდერების შეხვედრის სკანდალურ ტექსტს აქვეყნებს

გურიის მოამბე ‘ქართული ოცნების” ოზურგეთელი ლიდერების შეხვედრის სკანდალურ ტექსტს აქვეყნებს

გურიის მოამბე ‘ქართული ოცნების” ოზურგეთელი ლიდერების შეხვედრის ტექსტს აქვეყნებს. რედაქციაში განმარტავენ რომ “გურიის მოამბეს” “ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით დარჩია და ადგილობრივი “რესპუბლიკური” პარტიის ლიდერის ტიფო მიქატაძის აუდიოჩანაწერი მიაწოდეს, რომელიც “რესპუბლიკური” პარტიის ოზურგეთის შტაბშია ჩაწერილი. "გურიის მოამბეში" ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ნაწილია და ჩანაწერს სრულად ორშაბათის ნომერში გამოაქვეყნებენ.

მიქატაძე:”ყველა დედამოტ... ილექება ბურჯანაძესთან, შევარდნაძე მიშათი თუ ჩავანაცვლეთ და მიშა აღარ გვინდა ეს შევარდნაძის მობრუნებას კი არ ნიშნავს. შევარდნაძის დედაც მოვტ..., მიშას დედაც მოვტ..., მე ახალი მინდა. ბურჯანაძე ჩემთვის კომკავშირია, წარსული მატარებელია.

მიქატაძე:”ლადოიე მენაბდე რა ჩათლახიცაა ეგ ყველამ იცის, იმას ხელს ნუ აფარებთ მეთქი, კოტე მართალია არ გევასებათ, მაგრამ კოტეს ზიზღმა და დაინტერესებული რომ ხართ კოტეს ჩაძირვით., მაგრამ მეორე გარეწარს ნუ დაუჭერთ მხარს, კოტე კი გარეწარია. რასაც თვითონ აკეთებდა იმას აბრალის ახლა სხვას. მივიდა ეს დიმა და შოთაიე და მხარდაჭერა გამოუცხადეს... ყველა ტენდერში გამარჯვებულს ფული ლადოიასთან მიქონდა... ჰოდა ჩემო დიმიკო და შოთიკო რატო აკეთებ ამას, თქვი რომ ამას “ქართული ოცნება” არ აკეთებს და კოტე “ოცნება” არაა. ეს ვუთხარი მაგას, იმიტომ არ ვჩანვარ ინტერნეტში, რომე შენ მოგიტ... კარგის ტრ... მეთქი, არაკაცი ხარ და პრ... ხარ თქვა. დავიბარე აქ და დახარა თავი... ჰოდა ძმაო ეგ ხალხი კოტეს თავს ითხოვს და შენ იძლევი? ამათ რო დააყენონ ასე წინადადება?”

დარჩია:”მაგი ამ ეტაპზე გამორიცხულია”

მიქატაძე:”იფიქრე ისე მაგაზეც მერე” დარჩია:”კი ბატონო”

მიქატაძე:”მე გავშიფრე რომ მომიტინგეებთან კავშირი ქონდა ზვიად კვაჭანტირაძეს, ჩვენ რაღაც ვალდებულებები გვქონდა და ვიყავით იქ.. მაგ კარვის აშლით ზვიადიმ მაგათ რაღაც გარანტიები მისცა. მე ასე ვფიქრობ. შენ ხომ არ ფიქრობ, რომ ზვიადიმ მაგათ დაპირდა კოტეს თავი არჩევნებამდე?”

დარჩია:” თუ ამ კაცს რაშიც ედავებიან ერთი რამეც რომ დაიდოს არაა საუბარი. ახლა ზვიადი ჩემთან კაცობაშია ძმაო ჩაჭრილი, რაღაცა დისშვილზე ვთხოვე და აფერი.”

მიქატაძე:”ზვიადი აზრზე არ იყო რა იყო მაჟორიტარობა, ერთი ადგილის აწევის თავი არა აქვს, დედის ნებიერა ბიჭი გაექცა ყოფით პრობლემებს.”

დარჩია:”აგერ გეტყვი ახლა ზვიადაზე, ხომ იცი ბიჯო ადიკოს აგი უყვარს, დეიკავე ხელში და ჩაი ურეკში, ვიცი რომ ცუდი ადამიანია, მარა ავია თუ კაია პრემიერის ძმაია ძმაო. აგერ საგანელიძემ მითხრა ვინაა ბიჯო აი რა შემოგვტენეო.”

მიქატაძე:”აბა რაი ჩევიდეს უნდა და პატივი სცეს აბა დეპუტატობა კაია?” დარჩია:”ახლა მაი რაცაა 4 წელი იქნება, მე მაგის ძალა არ მაქ გამევიწვიო, შევეგუოთ უნდა მაგას. აგერ ახლა ზურია ჩხაიძეს რაი აქ ბიჯო სალაპარაკო, რაფერ ჩთება ხალხში”

მიქატაძე “ კახა კეჭაყმაძე? მე ძმაო ბურჯანაძეს მირჩევნია რებრედინგებულმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვოს.”