მიხეილ სააკაშვილი - საერთოდ არ ვიცნობ, ვინ არის თამარ ჟვანია

მიხეილ სააკაშვილი - საერთოდ არ ვიცნობ, ვინ არის თამარ ჟვანია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ ცეკოს თავმჯდომარეობის კანდიდატ თამარ ჟვანიას არ იცნობს , - ამის შესახებ პრეზიდენტმა ბობოყვათის რეზიდენციაში განაცხადა. 

მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარება მან შესთავაზა ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურს და კახა კოჟორიძეს.

"საერთოდ არ ვიცნობ, ვინ არის თამარ ჟვანია. ცესკოს თავმჯდომარეობა მე შევთავაზე კოჟორიძეს, ლომჯარიას და გიგაურს. რომ გითხრათ, მზე და მთვარე ამომდის ამ სამ ადამიანზე - არა. ისინი ძალიან ხშირად უსამართლოდ მაკრიტიკებდნენ. მიმაჩნია, რომ ლომჯარია და გიგაური არიან გულანთებული, ნორმალური ადამიანები. ამიტომ შევთავაზე მათ. ძალიან მესიმპათიურება ეს ხალხი, მიმაჩნია, რომ თავისი ქვეყნისთვის კარგი რამ უნდათ. მე ამ ადამიანებს ვიცნობ მხოლოდ ტელევიზორიდან. თუ თვითონ არ მოინდომეს და სხვა წარმოადგინეს, რომელსაც მე არ ვიცნობ, მე მათ მსჯელობას ალბათ უნდა ვენდო", – განაცხადა პრეზიდენტმა.