პრეზიდენტს ზუგდიდის რეზიდენციასთან ბერას და უცნობის

პრეზიდენტს ზუგდიდის რეზიდენციასთან ბერას და უცნობის "კონცერტი გაუმართეს"

ზუგდიდში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან წუხელ, 22 აგვისტოს ღამე გაათენეს აქციის მონაწილეებმა. ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაია თანამოაზრეებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ზუგდიდში ყოფნას აპროტესტებდა.

აქციის ორგანიზატორებმა რეზიდენციასთან მიიტანეს სპეციალური აპარატურა და მთელი ღამის განმავლობაში ბერას და უცნობის "კონცერტი გაუმართეს" პრეზიდენტს.

დილით მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის რეზიდენცია აქციის ფონზე დატოვა. კახა მიქაია და მისი თანამოაზრეები ავტომობილებით დაედევნენ პრეზიდენტის ესკორტს და მეგაფონიდან მოუწოდებდნენ სააკაშვილს, აღარ ჩასულიყო სამეგრელოში, რადგან მას დასვენების საშუალებას არ მისცემდნენ.