ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება 22 აგვისტოს საღამოს დაკავებული არასრულწლოვანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც ცხელი ხაზის აქტივაციას მოჰყვა. ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, 6 წლის ბიჭუნა სოფელ წინაგართან, ე.წ.სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთისას დააკავეს.
"გათავისუფლებული ბიჭუნა, რომელიც ახლა ნათესავებთან არის, სამ უფროსთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც ამ დრომდე ცხინვალის ციხეში რჩებიან. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მოულოდნელი დაკავებები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აგრძელებს მხარეებს შორის დიალოგის წარმართვას", - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დააკავეს.
სოფელ ზეღდულეთის მაცხოვრებლები ცოლ-ქმარი ნანა ვანიშვილი და ალექსანდრე ცერცვაძე და ირაკლი მერებაშვილი შეიარაღებულმა ფორმიანებმა მეზობელი სოფლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული.
ცერცვაძეს და ვანიშვილს თან მცირეწლოვანი შვილიც ახლდათ, თუმცა მშობლების დაკავებისას 6 წლის დავით ცერცვაძე შეიარაღებულმა რუსებმა სოფლის მიმართულებით გაუშვეს.