ახალმა ზელანდიამ საქართველოში პირველი ელჩი დანიშნა

ახალმა ზელანდიამ საქართველოში პირველი ელჩი დანიშნა

ახალი ზელანდიის არარეზიდენტმა ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით ქ. ანკარა) ტაჰა მაკფერსონმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიის შემდგემ გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ახალი ზელანდიის პირველი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით.