Nasdaq-ის ბირჟაზე ვაჭრობა შეწყდა. ამ დროისათვის ბირჟაზე აქციები აღარ იყიდება.
როგორც Nasdaq OMX Group-ში განმარტავენ, ბირჟაზე ვაჭრობა ტექნიკური პრობლემების გამო შეწყდა.
ბირჟაზე ვაჭრობა ჩრდილოამერიკული აღმოსავლეთის დროით (Eastern Time, ET) 12:15 სათზე შეჩერდა.
ბირჟის წარმოამდგენელთა განცხადებით, Nasdaq-ს აქვს ტექნიკური პრობლემები ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მისაღებად.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეფერხებაა კომპანიების აქციების კოტირების წარმომდგენ სისტემებში.