11 არასამთავრობო ორგანიზაცია ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას დღეს ოფიციალურად დაასახელებს

11 არასამთავრობო ორგანიზაცია ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას დღეს ოფიციალურად დაასახელებს

საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე 11 არასამთავრობო ორგანიზაცია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას დღეს ოფიციალურად დაასახელებს.
ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია დღეს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გაეროს განვითარების საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელს თამარ ჟვანიას წარადგენენ.

ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობა 12 აგვისტოს დატოვა. ცესკო-ს თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომის საკითხზე გადაწყვეტიება 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიიღოს. თუ პარლამენტმა ამ ვადაში ვერ მიიღო გადაწყვეტილება, თავმჯდომარე ავტომატურად გადამდგარად ჩაითვლება ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. მის ფუნქციებს კი ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მისი მოადგილე დავით კირთაძე შეასრულებს.

ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 დღისა, პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, ცესკო-ს 3 კანდიდატურას წარუდგენს.