650-ზე მეტი ადამიანია დაიღუპა სირიის დედაქალაქ დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. სირიის ოპოზიციის აქტივისტთა განცხადებით, ხელისუფლებამ ტოქსიკური ნივთიერების შემცველი რაკეტები გუტას რაიონის დასაბომბად გამოიყენა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანი უილიამ ჰეიგი სირიის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეუშვას ტერიტორიაზე ბრიტანელი მკვლევარები, რომლებიც გამოიძიებენ, ნამდვილად მოხდა თუ არა ქიმიური იარაღის გამოყენება.
სირიაში უკვე ჩავიდნენ გაეროს ინსპექტორები, რომლებიც გუტას რაიონის გარდა, ქვეყნის სამ სხვა რეგიონსაც ეწვევიან, რათა შეისწავლონ, გამოიყენა თუ არა ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი.