ქართველი და უკრაინელი ტუროპერატორების შეხვედრა გაიმართა

ქართველი და უკრაინელი ტუროპერატორების შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში, დღეს, ქართველი და უკრაინელი ტუროპერატორების შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელძღვანელობამ საქართველოს ცალკეული ტურისტული მიმართულებებისა და პროდუქტების შესახებ ისაუბრა. 

ადმინისტრაციის ინიციატივით და ორგანიზებით, 23 აგვისტომდე უკრაინის ტუროპერატორებს, საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს, ასევე შეხვდნენ ადგილობრივ ტუროპერატორებს და განიხილონ სამომავლო თანამშრომლობა. ტურის განმავლობაში მონაწილეები უკვე ეწვივნენ ბათუმს. თბილისის შემდეგ ისინი გუდაურში, სტეფანწმინდასა და ბაკურანში გაემგზავრებიან.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია საქართველოსთვის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკრაინაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპლულარიზაციისათვის ფართომასშტაბიან სარეკლამო კამპანიას ეწევა.

ქუთაისის აეროპორტიდან უკვე ხორციელდება რეგულარული რეისები კიევის, ხარკოვის და დონეცკის მიმართულებით. 2013 წლის პირველი 7 თვეში უკრაინიდან საქართველოში 64 000 საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა, რაც გასულ წლის ანალოგიური პერიოდის მაჩენებელს 71 % აღემატება.