პარკში სამთავრობო მანქანების გადაადგილების გამო პრობლემები არსებობდა, თუმცა ახლა ეს პრობლემა ამოწურულია

პარკში სამთავრობო მანქანების გადაადგილების გამო პრობლემები არსებობდა, თუმცა ახლა ეს პრობლემა ამოწურულია

მთაწმინდის პარკის დირექტორი ირაკლი სასანია ადასტურებს, რომ სამთავრობო უწყებების მანქანების პარკში გადაადგილების გამო პრობლემები არსებობდა, მთავრობის კანცელარიას წერილი მისწერა და პრობლემა ამ დროისთვის ამოწურულია. ამის შესახებ ირაკლი სასანიამ "ინტერპრესნიუსს" სატელეფონო საუბრიასას განუცხადა. 

"ჩევნ ერთი თვის წინ მივმართეთ მთავრობის კანცელარიას. როგორც ვიცით, მათ გადაუგზავნეს ჩვენი წერილის სამთავრობო უწყებებს, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა, რისთვისაც მადლობას ვუხდით კანცელარიას. მათ ვიზიტორების ინტერესებიდან გამომდინარე მივმართეთ", - განაცხადა ირაკლი სასანიამ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ პარკის დირექტორმა სახელმწიფო კანცელარიის უფროსს, მაია ცქიტიშვილს წერილით მიმართა. წერილში აღნიშნულია, "რომ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების პირველი პირები, სისტემატურად, ნებისმიერ დროს ითხოვენ გადაადგილებას პარკის ტერიტორიაზე, რესტორნის მიმართულებით, ამის გამო პარკის ვიზიტორებს სერიოზული დისკომფორტი ექმნებათ, რის გამოც ღიად გამოთქვამენ უკმაყოფილებას".