კობა დავითაშვილმა საარჩევნო კამპანია დაიწყო

კობა დავითაშვილმა საარჩევნო კამპანია დაიწყო

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები არის რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე - სააკაშვილს და მის ჯალათებს - რა? - ამის შესახებ "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადა. 

კობა დავითაშვილმა ჟურნლისტებს განუცხადა, რომ დღეს მან საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

"დღეს დავიწყეთ ოფიციალურად საარჩევნო კამპანია ცესკოში განაცხადის შეტანით. მიაჩნია, რომ 27 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნები ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის რეფერენდუმის შემდეგ შეკითხვაზე - სააკაშვილს და მის ჯალათებს- რა? აი ეს არის შეკითხვა და ამაზე პასუხის გაცემა ყველა მოქალაქის ვალია. მე მიმაჩნია, რომ უნდა დასრულდეს თავზე ხელის გადასმა, შერჩევითი სამართალი და ლოიალობა სააკაშვილის ჯალათების მიმართ, ჩემი პახუხი არის ძალიან ნათელი - "ნულოვანი ტოლერანტობა" და ყველანი ციხეში. ის ადამიანები, რომლებიც ამას ამბობდნენ წვრილმანი და არასრულწლოვანი დამნაშავეების მიმართ, თვითონ იმსახურებენ კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი ამ წლებში ჩადენილი დანაშაულისთვის. ეს არის ჩემი კამპანიის მთავრი მიზანი და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევ" , - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

ამ დროისათვის ცესკოში განაცხადი 13-მა კანდიდატმა შეიტანა. მათგან სამს უარი ეთქვა, ხოლო ორი უკვე დარეგისტრირებულია. განაცხადების შეტანა კანდიდატებს 7 სექტემბრამდე შეუძლიათ.