დავით ჩხიტუნიძე ათენის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში იმყოფება

დავით ჩხიტუნიძე ათენის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში იმყოფება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის მოადგილის, საბერძნეთში დაკავებული დავით ჩხიტუნიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 

როგორც ჩხიტუნიძის ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჩხიტუნიძის ათენის საავადმყოფოში იმყოფება და ადვოკატებს მისი მონახულების საშუალება ჯერჯერობით, არ მიეცა. მისივე თქმით, ჩხიტუნიძე თავის არეშია დაჭრილი და უგონო მდგომარეობაშია.

შეგახსენებთ, რომ ჩხიტუნიძე საბერძნეთში ქართული მხარის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას დაზიანებები ათენის საექსტრადაციო საპყრობილეში მიაყენეს.

დავით ჩხიტუნიძეს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად.