რუსთავში კინოთეატრი იწვის

რუსთავში კინოთეატრი იწვის

რუსთავში, კინოთეატრ "რუსთაველის" შენობა იწვის. როგორც რუსთავიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ადგილზე მობილიზებულია რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადები და ქვემო ქართლის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

კინოტეატრთან იმყოფებიან რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.

წინასწარი ინფორმაციით,ხანძრის გაჩენის მომენტში შენობაში არავინ იმყოფებოდა, ვინაიდან კინოთეატრი "რუსთაველი" უკვე წელიწადზე მეტია, რაც უფუნქციოდ არის დარჩენილი.
ხანძრის ლიკვიდაცია საათზე მეტია რაც გრძელდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ცეცხლი კინოთეატრის სახურავს უკიდია.