პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სპეციალური კარვები დაიდგა

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სპეციალური კარვები დაიდგა

პირობითი მსჯავრისა და ნასამართლეობის მოხსნის მსურველთა უკეთ მომსახურების მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სპეციალური კარვები დაიდგა. 

როგორც ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განმარტა, კარვების დადგმის აუცილებლობა რეგისტრაციის გავლის მსურველ მოქალაქეთა დიდმა რაოდენობამ გამოიწვია. შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ახლა ერთდროულად 15 ადამიანს ემსახურებიან, შესაბამისად, რეგისტრაციის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს.

"ინტერესი ძალიან დიდია, ბევრი მოქალაქე მოგვმართავს. გუშინ 1 200 განცხადება მივიღეთ, დამატებით 1000-მდე მოქალაქე სატელეფონო ზარით დარეგისტრირდა. დღეს რეგიტრაცია უკვე 200-მა ადამიანმა გაიარა", - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

მისივე თქმით, მსურველებს რეგისტრაცია საღამოს 10:00-დან 18:00 საათამდე შეუძლებელიათ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი მზადაა, მიმართვის შემთხვევაში, შეწყალების აქტით პირს ნასამართლობა და პირობითი მსჯავრი მოუხსნას. ამის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მეორე დღეა, პირობითი მსჯავრისა და ნასამართლეობის მოხსნის მსურველთა რიგია.

ამასთან, როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, აქტი ძალაში მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შედის. მანამდე კი, ადმინისტრაცია პირობითი მსჯავრისა და ნასამართლეობის მოხსნის მსურველებს მოუწოდებს, პრობაციის სააგენტოს მიერ დადგენილი წესები ჩვეულებისამებრ დაიცვან.