ზუგდიდში მოსამართლის ბინა გაქურდეს

ზუგდიდში მოსამართლის ბინა გაქურდეს

ზუგდიდში, რაიონული სასამართლოს მოსამართლის დავით გელაშვილის საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბინიდან, რომელიც გელაშვილს ნაქირავები აქვს , წაღებულია მოსამართლის პირადი და საოჯახო ნივთები, ტანსაცმელი.

მოსამართლის ბინის გაქურდვის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.