დასავლეთ საქართველოში დღეიდან გამოიდარებს

დასავლეთ საქართველოში დღეიდან გამოიდარებს

საქართველოს ზღვისპირეთში დღეიდან გამოიდარებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ამინდის მონიტორინგის მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების გამგემ დოდო გვაზავამ აცნობა, დღეიდან დასავლეთ საქართველოში, ამინდი გამოკეთდება, თუმცა ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი.

21 აგვისტოდან კი ჰაერის ტემპერატურა + 29 გრადუსამდე გათბება. შესაძლოა ამინდი ერთი დღით, 25 აგვისტოს ისევ აირიოს, თუმცა 26 აგვისტოს დარია მოსალოდნელი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს და თბილისს, დღეს ღრუბლიანი ამინდი იქნება. 21 აგვისტოს კი, მზე გამოანათებს და ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება.