ინა გუდავაძეს ხშირი შეხვედრები აქვს ბატონ ბიძინასთან

ინა გუდავაძეს ხშირი შეხვედრები აქვს ბატონ ბიძინასთან

პრემიერის მერჩეველი, რომელსაც ტელეკოპანია იმედზე საკუთარი გადაცემა - მთავარი ფატორი - ქონდა, მისი და ტელეკომპანიის ურთიერთობაზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. გია ხუხაშვილის განცხადებით, მას ტელეკომპანიაში არანაირი ინტერესი არ აქვს. მისივე თქმით პატარკაციშვილსა და ივანიშვილს შორის კარგი ურთიერთობა იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფოებრივ პროექტში პატარკაციშვილების ოჯახი აპირებს მონაწილეობის მიღებას და ინა გუდავაძეს პრემიერთან ხშირი შეხვედრები აქვს.

"რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ამ ტელეკომპანიაში ინტერესები მაქვს....სინამდვილეში ჩემი ვალი მოვიხადე ბადრი პატარკაციშვილის ხსოვნის წინაშე. რაღაც ტიპის მონაწილეობა მივიღე, რათა ბადრის ოჯახს "იმედი" დაებრუნებინა...მათ შორის კარგი ურთიერთობა იყო, დეტალებში არ შევალ. პატარკაციშვილის მეუღლეს, ქალბატონ ინა გუდავაძეს ხშირი შეხვედრები აქვს ბატონ ბიძინასთან, ერთ-ერთ სახელმწიფროებრივ პროექტში პატარკაციშვილის ოჯახიც აპირებს მონაწილეობას. ბადრის დედა, ქალბატონი ნათელა რამდენჯერმე სადილზე იყო მიწვეული ივანიშვილის ოჯახში...ასე რომ, პატარკაციშვილისა და ივანიშვილის დაძაბული ურთიერთობა მოგონილი თემაა." - აცხადებს გაზეთ "ქრონიკასთან" საუბარში ხუხაშვილი