ბათუმში 26 წლის ზაზა (მელქისედეკ) ლაბარტყავა მოკლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შსს-სთვის სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე ცნობილია. ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით 2 ჭრილობა აქვს მიყენებული.
მკვლელობის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე არ ახმაურებს.
შსს-ს ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.