საქართველს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,
"ზოგიერთისთვის მოულოდნელად, ალბათ, ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც შეესაბამება მათ პირდაპირ წარმოდგენებს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მათ მიერ არჩეული".
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში სტუმრობისას განაცხადა.
"ქართველი ხალხი ბევრად უფრო ბრძენია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ხალხს უნდა მოვეპყრათ დიდი პატივისცემით. დღეს ხალხს შესთავაზეს ისეთი კანდიდატები, რომლებიც უფრო დაბლა დგანან, ვიდრე ჩვენი ხალხის განვითარების, ინტერესების, ღირსების დონეა. ასე, რომ, ერთ-ერთი რომაელი იმპერატორის მსგავსად, რომელმა სენატში ცხენი აირჩია, ამას ქართველი ხალხი არ გააკეთებს, რადგან ელემენტარულად უხერხულია, ისეთი კანდიდატი შესთავაზეს. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთისთვის მოულოდნელად, ალბათ, ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც შეესაბამება მათ პირდაპირ წარმოდგენებს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მათ მიერ არჩეული, თუნდაც ახალი ფუნქციების პირობებში პრეზიდენტი", - განაცხადა პრეზიდენტმა.