სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს განცხადებით, "ჩვენი გზა სრულყოფის კიბეზე მაღლა უნდა მიდიოდეს".
ამის შესახებ უწმინდესმა სამთავროს დედათა მონასტერში, სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.
"დღევანდელი დღესასწაული მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიცვალოთ ფერი. ჩვენ უკან კი არ უნდა წავიდეთ, ცოდვებში კი არ უნდა ჩავცვივდეთ, არამედ უნდა განვიწმინდოთ ცოდვებისგან და ჩვენი გზა ამ სრულყოფის კიბეზე მაღლა უნდა მიდიოდეს", - ბრძანა პატრიარქმა და მრევლს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა.