"როგორც ჩანს, "იმედის" გაძლიერება ხდება სხვა ტელეკომპანიების დახურვის ხარჯზე"

ესპერტ მამუკა არეშიძის განაცხადებით, "კატასტროფა არ იქნება თუ "მე-9 არხი" დაიხურება.

ამის შესახებ არეშიძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებს "მე-9 არხის" შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით განუცხადა.

"როგორც ჩანს, მედია გადაადგილების პროცესები მიმდინარეობს. კატასტროფა არ არის, თუ მე-9 არხი იხურება. ხოლი რაც შეეხება "მაესტროს" შესაძლო დახურვას, ვფიქრობ, ეს ძალინ ცუდი ფაქტია. როგორც ჩანს, "იმედის" გაძლიერება ხდება სხვა ტელეკომპანიების დახურვის ხარჯზე. ტელეკომპანია "მაესტრო" და მისი ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი ჩემ პატივისცემას იმსახურებენ იმის გამო, რასაც ისინი წლების მანძილზე აკეთებდნენ. რაც შეეხება მამუკა ღლონტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ტელეკომპანიის საქმეებში უხეშად ერევიან, მე ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ გამაჩნია ეს ფაქტი მართლა თუ ხდება. თუმცა ვიცი, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ყველაფერი იციან და შეუძლით, კერძო ტელევიზიის საქმეებშიც ჩაერიონ", - განაცხადა არეშიძემ.