არსებული ინფორმაციით, ინტერნეტ ტელევიზია

არსებული ინფორმაციით, ინტერნეტ ტელევიზია "ინფო 9"-ც იხურება

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინტერნეტ ტელევიზია "ინფო 9" იხურება. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად "ინტერპრესნიუსი" "ინფო 9"-ს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ დადასტურებულად ინტერნეტ ტელევიზიის დახურვის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ და ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან.

ამასთან, როგორც "ინფო 9"-ში განაცხადეს, იმ შემთხვევაში თუ მედიასაშუალება დაიხურება, თანამშრომლებს კომპენსაციას ჰპირდებიან.

ინტერნეტ ტელევიზია "ინფო 9" "მე-9 არხის" პარალელურად გასულ წელს წინასაარჩევნო პერიოდში შეიქმნა.

როგორც ცნობილია, არჩევნების შემდგომ, "ინფო9"-ში რეორგანიზაცია მოხდა და რამდენიმე ათეული თანამშრომელი გაათავისუფლეს.

ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ "მე-9 არხი" 1 სექტემბრიდან დაიხურება. 15.00 საათზე არხის ხელმძღვანელობა ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. ამავე საკითხს დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურება.