ჩემი თავმჯდომარეობის დროს არავის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას პროვოკაცია არ დაერქმევა

ჩემი თავმჯდომარეობის დროს არავის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას პროვოკაცია არ დაერქმევა

ამ კომისიაში ჩემი თავმჯდომარეობის დროს არავის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას პროვოკაცია არ დაერქმევა, - ამის შესახებ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ყველას მხრიდან აღინიშნა, რომ კომისიის შემადგენლობა დღეს იყო  უფრო ფართო და გამოითქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კომისია უფრო გამჭვირვალეა. 

"ჩვენ ამ ლოგიკას ბოლომდე გავყვებით, არაფერი ხელისუფლებას დასამალი არ აქვს", - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, პირადად ის შეუწყობს ხელს იმას, რომ კომისიამ იმუშაოს გამჭვირვალედ და შედგეს რეალური დებატები, რაც დღევანდელმა სხდომამაც აჩვენა.

"მახსოვს გიგა ბოკერიას სხდომები, სადაც მე პირადად წარვადგენდი კარალეთის ფოტოებს და ის მეუბნებოდა, რომ ეს იყო პროვოკაცია. ამ კომისიაში ჩემი თავმდომარეობის დროს არავის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას არ დაერქმევა პროვოკაცია და ყველა ინფორმაცია იქნება ზედმიწევნით შესწავლილი", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომა იუსტიციის სახლში დღეს დაახლოებით ორსაათნახევარი მიმდინარეობდა.