"მე-9 არხში" გამართული თათბირის კიდევ ერთი დეტალი გახდა ცნობილი

ტელეკომპანია "მე-9 არხში" გამართული თათბირის კიდევ ერთი დეტალი გახდა ცნობილი. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, თათბირზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა მყიდველის ძებნას სექტემბრამდე განაგრძობს და მზად არის, არხი მესამედ ფასად გაყიდოს. 

ხელმძღვანელობის მიერ გამოთქმულ წინადადებებს ჟურნალისტები სატყუარად მიიჩნევენ, რადგან მათი თქმით, გამორიცხულია დარჩენილ 10 დღიან ვადაში არხს რეალური მყიდველი გამოუჩნდეს.