პატრიარქი:  ცოდვებისკენ კი არ უნდა წავიდეთ, არამედ სულიერი სრულყოფის გზაზე კიდევ უფრო მაღლა უნდა ავიდეთ

პატრიარქი: ცოდვებისკენ კი არ უნდა წავიდეთ, არამედ სულიერი სრულყოფის გზაზე კიდევ უფრო მაღლა უნდა ავიდეთ

ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში ფერიცვალების სახელობის სამთავროს დედათა მონასტერში სადღესასწაულო წირვა დასრულდა. 

წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და სრულიად საქართველოს და სამთავროს მონასტრის დედებს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა.

პატრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე და სულიერი სრულყოფის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. უწმინდესმა აღნიშა, რომ თაბორის მთაზე უფლის ფერიცვალების ხილვამ ისე გააოგნა პეტრე მოციქული, რომ მიმართა იესოს მთაზე სამი ტალავარი, ანუ კარავი დაედგათ და იქ დარჩენილიყვნენ. პატრიარქის თქმით, წმინდა მოციქულმა იცოდა რას ეუბნებოდა უფალს, რომ ამით სურდა ფერიცვალების ხილვა გაგრძელებულიყო. უწმინდესმა აღნიშნა, რომ სამ ტალავარში კი მთელი მსოფლიო დაეტეოდა.

პატრიარქმა მრევლი დალოცა და ისურვა, რომ მთელი მსოფლიო შევიდეს ამ სამ ტალავარში, რათაA ერთად ვიზეიმოთ ფერიცვალება.

პატრიარქმა სულიერი სრულყოფის აუცილებლობაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ცოდვებისკენ კი არ უნდა წავიდეთ, არამედ სულიერი სრულყოფის გზაზე კიდევ უფრო მაღლა უნდა ავიდეთ.
პატრიარქმა ფერიცვალების სამთავროს მონასტერზეც ისაუბრა და ბრძანა, რომ ეს ის ადგილია, სადაც ბავშვობა გაატარა და დიდ სულიერებას ეზიარა.