ლადო პაპავა:  რექტორი ნებისმიერი პოლიტიკური ვალდებულებისგან თავისუფალი უნდა იყოს

ლადო პაპავა: რექტორი ნებისმიერი პოლიტიკური ვალდებულებისგან თავისუფალი უნდა იყოს

თუ არსებობს განცდა, რომ უნივერსიტეტს დეპოლიტიზაცია სჭირდება ჩავთვალოთ, რომ დეპოლიტიზაცია 16 აგვისტოს დაიწყო, - ამის შესახებ თსუ-ს ახლად არჩეულმა რექტორმა ლადო პაპავამ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, იგი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნება და არჩევნების დროსაც არც ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონდა, რაც ძალიან კარგია, რადგან რექტორი ნებისმიერი პოლიტიკური ვალდებულებისგან თავისუფალი უნდა იყოს.

მისივე განმარტებით, აუცილებელია თსუ-ს მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდეს განათლების სამინისტროსთან, ასევე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან.

"ის რომ უნივერსიტეტი იყოს რაღაც პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი ეს გამორიცხულია, ჩემს თავში დარწმუნებული ვარ მეყოფა ძალა, რომ ასეთი რამ უნივერსიტეტში არ დავუშვა", - განაცხადა ლადო პაპავამ.

ლადო პაპავა თსუ-ის რექტორად უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 16 აგვისტოს აირჩია.