ბურჯანაძეს არ აქვს ცუდი შანსები და ეს არა მგონია ქვეყანაზე მეტყველებდეს კარგად

ბურჯანაძეს არ აქვს ცუდი შანსები და ეს არა მგონია ქვეყანაზე მეტყველებდეს კარგად

უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის "რესპუბლიკელ" დავით ზურაბიშვილის შეფასებით ნინო ბურჯანაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში ცუდი შანსები არ აქვს.

როგორც ზურაბიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა „ეს ფაქტი არ შეიძლება ქვეყანაზე მეტყველებდეს კარგად"

"ბურჯანაძეს არ აქვს ცუდი შანსები და ეს არა მგონია ქვეყანაზე მეტყველებდეს კარგად. გიორგი მარგველაშვილის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში გარდაუვალია მაგრამ აქ მთავარი ბრძოლა მიდის მეორე ადგილზე. მეორე ადგილზე კი ორი პრეტენდენტია ეს არის ნინო ბურჯანაძე და დავით ბაქრაძე. ამიტომაც თუ არჩევნებში გავა "ნაცმოძრაობა" მათ ექნებათ იმის საშუალება თქვან რომ ისინი არიან მეორე ძალა. თუ მეორე ადგილზე გავა ბურჯანაძე ამ შემთხვევაში იქ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა და უფრო მწვავედ დადგება რიგგარეშე რჩევნების საკითხი. პირველ შემთხვევაში კი ეს გამორიცხული იქნება. ბურჯანაძეს გზავნილი არის ის რომ დაიჭერს მიხეილ სააკაშვილს. საზოგადოებაშიც არის მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენის. ალბათ ჩვენი შეცდომა იყო რომ ზედმეტი აქტივიზირება მოხდა ამ თემის და სწორი იქნებოდა შექმნილიყო საპარლამენტო კომისია. ამასობაში კი პროკურატურაშიც და სასამართლოში გატარდებოდა საკადრო ცვლილებები", - აცხადებს ზურაბიშვილი.