ლევან ბერძენიშვილი:  დანაშაული, რომელსაც სისტემური სახე ჰქონდა, მინისტრების გარეშე დანაშაულად ვერ იქცეოდა

ლევან ბერძენიშვილი: დანაშაული, რომელსაც სისტემური სახე ჰქონდა, მინისტრების გარეშე დანაშაულად ვერ იქცეოდა

უმრავლესობის წარმომადგენლის ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, დანაშაული, რომელსაც სასჯელაღსრულების სისტემაში სისტემური სახე ჰქონდა, მინისტრების გარეშე დანაშაულად ვერ იქცეოდა. ასე ეხმაურება დეპუტატი პატიმრების წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრების დაბარებას. 

"აქ არის ორი ვერსია: ან მინისტრები ხელმძღვანელობდნენ ამ დანაშაულს და აშენებდნენ მას, ან იმდენად უნიათონი იყვნენ, რომ ამას სხვები აკეთებდნენ, რასაც ხელს ვერ უშლიდნენ. ორივე დანაშაულია, მაგრამ სხვადასხვანაირი. ვნახოთ რა გამოიკვეთება", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

მისი თქმით, თავის დროზე პარლამენტში არსებობდა ამ მიმართულებით საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეა, მაგრამ ჩაითვალა, რომ პროკურატურა ამ საქმეს თავს გაართმევს.

მთავარ პროკურტატურაში გუშინ მოწმის სტატუსით ხათუნა კალმახელიძე დაკითხეს. გამოძიებას კითხვები აქვს დიმიტრი შაშკინთანაც, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

პროკურატურა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ბაჩანა ახალაიას დაკითხვასაც გეგმავს.