ირაკლი ოქრუაშვილისა და მერაბ სამადაშვილის დაპირისპირებაზე თეო ტლაშაძე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ირაკლი ოქრუაშვილისა და მერაბ სამადაშვილის დაპირისპირებაზე თეო ტლაშაძე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

საფრანგეთის ქალაქ ნიცას აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი თეო ტლაშაძე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს. როგორც ტლაშაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ირაკლი ოქრუაშვილთან პირადად არ უსაუბრია, თუმცა მისი უახლოესი გარემოცვიდან იცის, რომ აეროპორტში ინციდენტი მოჰყვა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ოქრუაშვილის დაცვის წევრის პაატა ხალაძის დაჭრის ფაქტის გახსენებას.

"2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას "ნაციონალური მოძრაობა" გვებრძოდა. ნაძალადევის საარჩევნო შტაბში ”ნაციონალების” კანდიდატის, მერაბ სამადაშვილის თანდასწრებით ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი პაატა ხალაძე სამადაშვილის დაცვამ დაჭრა. სწორედ ეს ინციდენტი გაიხსენა ირაკლი ოქრუაშვილმა ნიცას აეროპორტში", - განაცხადა თეო ტლაშაძემ.

საფრანგეთში, ნიცას აეროპორტში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ყოფილი დეპუტატი მერაბ სამადაშვილი სცემა.

მომხდარი ფაქტის გამო, ირაკლი ოქრუაშვილი სავარაუდოდ რამდენიმე ხნით დაკავებული იყო.

ამასთან, თეო ტლაშაძემ ჩხუბის მიზეზად "ნაციონალურ მოძრაობაზე" ანგარიშსწორებაც დაასახელა.