თეო ტლაშაძის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილმა ყოფილი დეპუტატი მერაბ სამადაშვილი სცემა

თეო ტლაშაძის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილმა ყოფილი დეპუტატი მერაბ სამადაშვილი სცემა

საფრანგეთში, ნიცის აეროპორტში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ყოფილი დეპუტატი მერაბ სამადაშვილი სცემა, - აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ოქრუაშვილის მეგობარმა და თანაგუნდელმა თეო ტლაშაძემ დაუდასტურა. 

მისი თქმით, ირაკლი ოქრუიაშვილთან პირადად არ უსაუბრია, თუმცა მისი უახლოესი გარემოცვიდან იცის, რომ აეროპოტრში ინციდენტი მოხდა.

თეო ტლაშაძის თქმით, "ოქრუაშვილს სამადაშვილთან პირადი წყენა არ ჰქონია და "ნაციონალურ მოძრაობაზე" ანგარიშსწორების მიზნით გაუსწორდა ფიზიკურად".