ბაჩო ახალაია სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაიკითხება

ბაჩო ახალაია სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაიკითხება

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბაჩო ახალაია სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკითხება.

ამის შესახებ თბილისის მთავარმა პროკურორმა მაია მწარიაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.

"ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებითაც დაიკითხება ბაჩანა ახალაია, იმიტომ რომ გამოძიება უკვე არის მისული იმ კონდიციამდე, როცა ვთვლით, რომ შესაძლებელია ბაჩანა ახალაია დავკითხოთ. დაკითხვითაც გამოიკვეთება მისი მონაწილეობა ამ საქმეში", - განაცხადა მწარიაშვილმა.