თბილისის მერიამ დედაქალქში ხიდების რეაბილიტაცია დაიწყო.
გვიან ღამით ბარათაშვილის ხიდი გადაიკეტა. სპეციალისტები ნაგებობის მდგრადობას დილამდე იკვლევდნენ.
მსგავსი პროცესი ყოველ შაბათ-კვირას გაგრძელდება და 24:00-დან 07:00 საათამდე ხიდები გადაიკეტება. მომდევნო 2 თვის განმავლობაში 12 საავტომობილო ხიდის მდგრადობის გამოკვლევა მოხდება.