თბილისში, კოსტავას ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს #140 ავტობუსში ხანდაზმული მამკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტობუსში კონტროლიორმა მამაკაცს ბილეთი მოსთხოვა. კამათის დროს ნერვიულობის ნიადაგზე მგზავრს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო- სამედიცინო დახმარება იმყოფება.