დავით ბაქრაძეს ვურჩევ მონასტერში წავიდეს და მოინანიოს

დავით ბაქრაძეს ვურჩევ მონასტერში წავიდეს და მოინანიოს

„პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის" თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი „რეპორტიორთან" საპრეზიდენტო კანდიდატებს აფასებს, კერძოდ დავით ბაქრაძეზე საუბრობს და აღნიშნავს რომ ბევრი დადებითი თვისების მიუხედავად პოლიტიკურ არეალზე პოზიციის შენარჩუნებას არასწორ დროს ცდილობს.

„ მგონია რომ ბაქრაძეს ადამიანური ენა ესმის, იუმორის გრძნობა აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ გიტარაზეც უკრავს. წარბის აწევას ცდილობს და ბაქი-ბუქობს მაგრამ მგონია რომ ცუდ დროს. ძალიან მძიმე დანაშაულებების პერიოდში იყო ისეთ თანამდებობაზე, რომელზეც არ შეიძლება არ ცოდნოდა ზოგადად რა ხდება. სისტემურ დანაშულებებთან ჰქონდა საქმე."- აცხადებს ვოლსკი და საპრეზიდენტო კანდიდატს განმარტოებისკენ, საკუთარი შეცდომების აღიარებისკენ მოუწოდებს.

„ბაქრაძე ამ სისტემის ნაწილია და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მისი მხრიდან იქნებოდა ის რომ ერთი წელი, თუ ეყოფა, თუ არა ორი წელი, მონასტერში წავიდეს და მოინანიოს. იქნებ არ არის მართლმადიდებლი ქრისტიანი, მე არ მაქვს ლაპარაკი მანიც და მაინც კონკრეტულ მონასტერზე. უნდა ჩაიკეტოს თავის თავში. საერთოდ უნდა ჩამოცილდეს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას. იქნებ იმ პერიოდისთვის, როდესაც შემდეგი არჩვენები მოვა, მონანიებით და არა ხუთწუთიანი განცხადებებით წარსდგეს საზოგადოებასთან. ძველ შეცდომებს, სისიხლინ შეცდომებს, ოც წუთიანი განცხადებებით არ ამთავრებენ. ბაქრაძე ამ შეცდომების და ამ სისტემის ნაწილი იყო ყოველთვის."- აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.