ზვიად ძიძიგურს „ქართული ოცნების“ წევრები უკანონო გარიგებებში ადანაშაულებენ

ზვიად ძიძიგურს „ქართული ოცნების“ წევრები უკანონო გარიგებებში ადანაშაულებენ

მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქციის წევრები ზვიად ძიძიგურს უკანონო გარიგებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მას, გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, თემურ(გიორგი) ფეიქრიშვილი ტაბახმელაში სახლს გარკვეული მიზნებისთვის უშენებს. ამის შესახებ “ექსპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

„ძალიან გააქტიურდა თემურ ფეიქრიშვილი. არჩევნების შემდეგ მქონდა მასთან საუბარი, ის ვერ ბედავდა ვერცერთი ნაბიჯის გადადგმას შეუთხანხმებლად, დღეს კი თავაშვებულად მოქმედებს. ბატონო ზვიად, თქვენ ამით თქვენ პარტიულ მომავალს აყენებთ საფრთხის ქვეშ. ხალხი არასოდეს გაპატიებთ დამნაშავეებთან კოჰაბიტაციას. კოჰაბიტაცია არ გულისხმობს დამნაშავეებთან გარიგებას. ჩვენი ინფორმაციით, თემურ ფეიქრიშვილი ტაბახმელაში უშენებს სახლს ბატონ ძიძიგურს. კეთილი ინებოს და გასცეს გარდაბნის მოსახლეობას პასუხი. მე ქართული ოცნების საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელი გახლავართ“,–აცხადებს აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, ზაზა გელოვანი.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა კანცელარიაში ყოფილი კუდ–ის უფროსის საუბრის ფარული ვიდეოჩანაწერი ჩააბარეს, სადაც, მათი თქმით, გელა ხვედელიძის, ვაჟა ლელუაშვილისა და მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ფეიქრიშვილის კავშირები და უკანონო ეკონომიკური საქმიანობა დასტურდება.

შეგახსენებთ, მაჟორიტარი დეპუტატი უკანონო გარიგებებში ასევე კუდ–ის ყოფილმა თანამშრომელმა, თემურ კანკობაშვილმა რამდენიმე თვის წინ ამხილა. მაშინ, ფეიქრიშვილმა აღნიშნული ბრალდებები უარყო.