ქაიროში დაღუპულთა რიცხვი 525-მდე გაიზარდა

ქაიროში დაღუპულთა რიცხვი 525-მდე გაიზარდა

ეგვიპტის ხელისუფლების განცხადებით, ქაიროში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 525-მდე გაიზარდა. ამის შესხებ "ბიბისი" იუწყება.

ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულია 3 717 ადამიანი. გარდაცვლილთა შორის კი 43 პოლიციელია. ოფიციალური მონაცემები კლინიკებში მიყვანილ გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობაზე დაყრდნობით ვრცელდება. თუმცა, "მუსლიმთა საძმოს" განცხადებით, არ არის გამორიცხული, გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 ათასს მიაღწიოს.

ბოლო ინფორმაციით, "მუსლიმთა საძმოს" ასობით მხარდამჭერმა ქაიროში, მთავრობის სახლზე შეტევა მიიტანა და ცეცხლი წაუკიდა.

ეგვიპტეში შექმნილი ვითარების გამო, ქვეყნის დროებითმა ხელისუფლებამ საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. 11 პროვინციაში კი კომენდანტის საათია გამოცხადებული.