ზურაბ ხარატიშვილი პოლიტიკურ გეგმებზე დღეს ისაუბრებს

ზურაბ ხარატიშვილი პოლიტიკურ გეგმებზე დღეს ისაუბრებს

ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი პოლიტიკაში წასვლას აპირებს.

ხარატიშვილის თქმით, თავის სამომავალო გეგმებზე დღეს, 16:00 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე დაწვრილებით ისაუბრებს.

"15 აგვისტოს ვისაუბრებ გეგმების შესახებ. ვადასტურებ, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ვაპირებ", - განუცხადა ხარატიშვილმა "რუსთავი 2"-ს.

ზურაბ ხარატიშვილმა თანადებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადებით პარლამენტს 12 აგვისტოს მიმართა.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ხარატიშვილის გადადგომა პარლამენტმა დადგენილებით, 15 დღის ვადაში უნდა დააკმაყოფილოს. თუკი ამ ვადაში პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებას არ დააკმაყოფილებს, მე-16 დღეს, ავტომატურად ის გათავისუფლებულად ჩაითვლება. ამის შემდეგ ასევე, 15 დღის ვადაში პრეზიდენტმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიულ წარმომადგენლობებს ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევად სამი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. იმ შემთხვევაში, თუკი ისინი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანდიდატებს არ მიიღებენ, საკითხი განსახილველად პარლამენტში გადაინაცვლებს.