ირაკლი ალასანიამ გერმანიაში პატრიარქი მოინახულა

ირაკლი ალასანიამ გერმანიაში პატრიარქი მოინახულა

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ გერმანიაში კათოლიკოს-პატრიარქი მოინახულა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ირაკლი ალასანია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. პატრიარქმა და თავდაცვის მინისტრმა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგემილ რეფორმებზე ისაუბრეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავდაცვის სამინიტროს დელეგაცია და ქართული ჯარი დალოცა.

ირაკლი ალასანია გერმანიაში უკვე მეორე დღეა იმყოფება. თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები გამართა და ის ქართველი სამხედროები მოინახულა, ვინც IშAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის წვრთნას გადის.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II გერმანიაში 4 აგვისტოდან იმყოფება, სადაც ქალაქ ბად ჰერენალბის გამაჯანსაღებელ ცენტრში მკურნალობის კურსს გადის. უწმინდეს საქართველოში 17 აგვისტოს ელოდებიან.