გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას ნოქალაქევიდან იწყებს

გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას ნოქალაქევიდან იწყებს

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას ნოქალაქევიდან იწყებს. ხვალ მას ნოქალაქევში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წარადგენს. როგორც "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, დეპუტატი დავით საგანელიძე განმარტავს, კამპანიის ნოქალაქევიდან დაწყებას სიმბოლური დატვირთვა გააჩნია.

"ნოქალაქევი ეს ის მიწაა, რომლის თითოეული მტკაველი საქართველოს უდიდესი ისტორიით არის გაჯერებული, სადაც არის უდიდესი ტრადიცია, რაც ქართველ ხალხს გვაქვს. ის, რომ გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩენო კამპანია ნოქალაქევიდან იწყებს, იმას ნიშნავს, რომ უნდა იყოს ქართული ტრადიციების, ქართული ეროვნულობის, ქართული ერთიანობის გამგრძელებელი. ეს სიმბოლო შემთხვევით არ არის შერჩეული", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.