დავით საგანელიძე:   არჩილ კბილაშვილი გამორჩეულად წესიერი, პატიოსანი და ღირსეული პიროვნებაა

დავით საგანელიძე: არჩილ კბილაშვილი გამორჩეულად წესიერი, პატიოსანი და ღირსეული პიროვნებაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი გამორჩეულად წესიერი, პატიოსანი და ღირსეული პიროვნებაა.

კბილაშვილის ამ თვისებებს დავით საგანელიძემ ხაზი ორგანიზაციების: "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", "წინააღმდეგობის მოძრაობა" და მედიაკავშირი "ობიექტივი" დაგეგმილი აქციის კომენტირებისას გაუსვა, რომლის მთავარი მოთხოვნა, არჩილ კბილაშვილისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის გადადგომაა.

ამასთან, საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დააფიქსირა, რომ აზრის თავისუფლად და მშვიდობიანად გამოხატვის უფლება აქვს ყველას და ამას ხელს არავინ შეუშლის.