კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა სოფელ შინდისში, 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისთან დაღუპული გმირების ძმათა სასაფლაო გვირგვით შეამკო.
სამთავისის და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ, სამშობლოსთვის თავდადებული 17 ჯარისკაცის საფლავზე მათი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
ასევე , პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა , თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ერთად , ინტეგრირებული სოციალურ-ეკონომიკური ზონის ის ობიექტები მოინახულა, რომლებიც მისი ხელმძღვანელობის დროს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის აგრარული განვითარების პროგრამის ( GIPA / GRDP ) ფარგლებში შეიქმნა