"ტობა"-ზე ლაშქრობის განმავლობაში, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოლაშქრეებთან ერთად ფეხით 42 კილომეტრი გაიარა, - ამის შესახებ მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი, ხვთისო ტურძილაძე "ფეისბუქში" წერს.
"მისი თითოეული საქციელი მოწმობდა, რომ ლაშქრობა ყოველდღიური ცხოვრების დავიწყების ბრწყინვალე საშუალებაა. პრეზიდენტი ფესტივალს ორი დღით შეუერთდა.
სააკაშვილმა ლაშქრობის პოპულარიზაციის საკუთარი ხედვაც გამაცნო და ფედერაცია აჭურვილობითაც მოამარაგა.
მოხარული ვარ მისი გადაწყვეტილებით და მოვუწოდებ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს წვლილი შეიტანონ ჯანსაღი ცხოვრების საუკეთესო საშუალების პოპულარიზაციაში", - აღნიშნავს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი.