ირანის პროვინცია ბუშერში მიწისძვრა მოხდა

ირანის პროვინცია ბუშერში მიწისძვრა მოხდა

ირანის პროვინცია ბუშერში, სადაც მსხვილი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ორი 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. ინფორმაცია ნგრევისა და დაზიანებების შესახებ ამ ეტაპე არ ვრცელდება. სეისმოლოგების განცხადებით, თავდაპირველად, 4,7 მაგნიტუდის პირველი ბიძგები დაფიქსირდა. 15 წუთის შემდეგ კი უფრო ძლიერი – 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.