მაშველებმა ლენტეხში მოლაშქრეების გადარჩენა შეძლეს

მაშველებმა ლენტეხში მოლაშქრეების გადარჩენა შეძლეს

შს სამინისტროს მაშველებმა ლენტეხის რაიონში მოლაშქრეების გადარჩენა შეძლეს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, რაჭა-ლეჩხუმის საგანგებო სიტუაციების რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელეს.

ლენტეხის რაიონში "ლათურის" მთების დასალაშქრათ მყოფი პირები მდინარე ცხენისწყლის სათავის მახლობლად, 2000 მეტრის სიმაღლეზე შეფერხდნენ, რადგან ლაშქრობის ერთ-ერთმა წევრმა ორივე ქვედა კიდურის ტრავმა მიიღო, რის გამოც ხეობიდან მისი სასწრაფო გამოყვანა გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, ლაშქრობის ყველა წევრს დროულად მიაკვლიეს და ხეობიდან მათი გამოყვანა ვერტმფრენით უზრუნველყვეს.

ამ დროისთვის დაშავებული მოლაშქრე გადაყვანილია ქუთაისის ინტერვენციული მედინიცის ცენტრში.